
მედია: უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა თავდასხმების ტალღის გამო იზრდება
08/03/2024 12:34:31 მსოფლიო
ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC-მ გამოცემა Mediazona-სა და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად მოახერხა 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ომში დაღუპული 46678 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობის გარკვევა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადასტურდა კიდევ 1,555 ადამიანის გარდაცვალება, რაც მკვლევარების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა ომის განმავლობაში.
ჟურნალისტები განმარტავენ, რომ რუსული საბრძოლო დანაკარგების ამჟამინდელი დინამიკა შედარებულია იმ მაჩვენებლებთან, რომელიც მათ დააფიქსირეს გასული წლის ზამთარში დონბასში რუსული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევის დროს. მაშინ, თებერვლის 2 კვირის განმავლობაში, მაგალითად, 1679 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, ახლა - ოდნავ ნაკლები.
"ვინაიდან სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები ხშირად დაგვიანებით აღწევს ნათესავებამდე, ჩვენს მიერ დაფიქსირებული დანაკარგების ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია ავდეევკაზე თავდასხმის შედეგებით. მაგრამ ასევე არსებობს დადასტურებები მოგვიანებითი დანაკარგების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული ძალების შეტევის განხორციელების მცდელობებთან",– აღნიშნავენ ჟურნალისტები.