
პრეზიდენტმა 5 ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
08/03/2024 12:26:06 პოლიტიკა, საზოგადოება
ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.
ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
- ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
- ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- თამუნა მუსერიძე – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
- ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი;
- ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.