Accentnews.ge
ფედოროვი: მელიტოპოლში რუსული არმიის საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

ფედოროვი: მელიტოპოლში რუსული არმიის საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა

08/03/2024 11:49:49 მსოფლიო

ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსული არმიის საბრძოლო საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა, ამბობს ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი თავის ტელეგრამაში.

მისი ცნობით, ინციდენტი 7 მარტს მოხდა.

”მელიტოპოლში იყო აფეთქება - სამხედრო ნაწილი დროებით ოკუპირებულ ქალაქში და მანქანა, რომელმაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, აფრინდა”, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გუშინვე აფეთქება დაფიქსირდა ტოკმაკში, სამჭედლო ქარხნის მახლობლად. ფედოროვის ცნობით, რუსეთის არმიამ ეს ტერიტორია სამხედრო ბაზად აქცია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მელიტოპოლი რუსული ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოექცა. 2022 წლის მარტში რუსეთის არმიამ გაიტაცა ქალაქის მერი ივან ფედოროვი, რომელიც მოგვიანებით გაცვალეს. მას შემდეგ ფედოროვი უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S