Accentnews.ge
"აგენსტვო": პუტინმა ნავალნის გაცვლა მისი სიკვდილის დღეს განიხილა

"აგენსტვო": პუტინმა ნავალნის გაცვლა მისი სიკვდილის დღეს განიხილა

08/03/2024 10:48:01 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განიხილავდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გაცვლას კოლონიაში მისი სიკვდილის დღეს. ამის შესახებ "აგენსტვო" წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გაცვლა განიხილებოდა ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩთან პირადი შეხვედრის დროს ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, – აცხადებს "აგენსტვოს" ორი თანამოსაუბრე, მათ შორის აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ პუტინი სიტყვიერად დათანხმდა შეთანხმებას.

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ასევე ვარაუდობს, რომ პუტინი დათანხმდა გაცვლა. „იმ ცნობების მიხედვით, რაც ჩვენ გვქონდა ნავალნის მკვლელობამდე, ბოლო დღეებში, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის დათანხმდა“, - განუცხადა გროზევმა "აგენსტვოს". ამასთან, ჟურნალისტი თვლის, რომ პუტინის თანხმობა მოჩვენებითი იყო.

"აგენსტვოს ცნობით, გაცვლაზე მოლაპარაკებები 2023 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა. გამოცემის ოთხივე თანამოსაუბრე ამბობს, რომ მისი ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა ნავალნის გაცვლას. 2023 წლის შემოდგომაზე, The Wall Street Journal-ის სტატიის შემდეგ ნავალნის შესაძლო გაცვლის შესახებ გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვზე, მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა განახლდა ზამთარში, როდესაც ნავალნი ციმბირში გადაიყვანეს: ოპოზიციონერის ოჯახმა დასავლელი პოლიტიკოსები დაარწმუნა, რომ რაღაც ცუდისთვის დაიწყო მზადება.

"აგენსტვოს" თანამოსაუბრეების, ხოლო მანამდე ინგლისურენოვანი მედიის ცნობით, რუსეთი მზად იყო, გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. სანაცვლოდ, პუტინი მიიღებდა კრასიკოვს და „შეერთებულ შტატებში მსჯავრდებულ სხვა რუსებს“.

გერმანიის მთავრობას გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ამგვარი გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ.

ნავალნი 16 თებერვალს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში დაიღუპა. დასკვნაში მისი გარდაცვალების შესახებ ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი "ბუნებრივი სიკვდილით" გარდაიცვალა. პოლიტიკოსის მომხრეები თვლიან, რომ ის მოკლეს. სიკვდილამდე ნავალნი 27–ჯერ გაამწესეს სადამსჯელო საკანში, სადაც ურთულესი პირობებია. მანამდე ის საუბრობდა სამედიცინო დახმარების არარსებობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S