
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ აკრძალა იმ კომპანიებისგან პროდუქტის შეძენა, რომლებსაც რუსეთში ბიზნესსაქმიანობა არ შეუჩერებიათ
08/03/2024 10:16:09 მსოფლიო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ბრძანება გასცა, შეწყდეს იმ საქონლის გაყიდვა, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია რუსეთში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებულ სავაჭრო ობიექტებში.
ბრძანება კრძალავს თავდაცვის იურისდიქციის ქვეშ არსებულ ობიექტებში ისეთი კომპანიების პროდუქტების განთავსებას, როგორიცაა მაგალითად, PepsiCo, Mars, Nestle, Unilever და Mondelez International.
ასევე შეჩერდება Philip Morris International-ისა და Japan Tobacco International-ის (JTI) თამბაქოს ნაწარმის გადაყიდვა.
გადაწყვეტილება ეხება მწარმოებლებს, რომლებიც უკრაინამ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრმა დასავლურმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მაინც რჩებიან ისეთებიც, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ეკონომიკის და, შესაბამისად, კრემლის სამხედრო მანქანის მხარდაჭერას.
„მესმის, რომ PepsiCo-ს, Mars-ის, Nestle-ს პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის ბრძანებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ ბევრი პროდუქტისთვის შესაძლებელია ალტერნატივის პოვნა ესტონელი მწარმოებლებისგან და უფრო მეტიც, სიკეთე აჭარბებს მცირე უხერხულობას. იმედი მაქვს, რომ ყველა გაგებით მოეკიდება - დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში“, - თქვა მან.
უწყების სავაჭრო პარტნიორებმა პროდუქტები მარაგიდან შეტყობინების მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა ამოიღონ.