Accentnews.ge
ლატვიის პრემიერმა რუსეთი არაპროგნოზირებად ალკოჰოლიკს შეადარა

ლატვიის პრემიერმა რუსეთი არაპროგნოზირებად ალკოჰოლიკს შეადარა

08/03/2024 10:05:15 მსოფლიო

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რუსეთი ჰგავს ალკოჰოლიკს, რომლის ქცევის პროგნოზირებაც შეუძლებელია და რომ მეზობელმა ქვეყნებმა ეს უნდა იცოდნენ. წერს LSM.

„ჩვენ ვცხოვრობთ მეზობლის გვერდით, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჰგავს, რომლის ქმედებებს წინასწარ ვერ განვჭვრეტთ“, - აღნიშნა ლატვიის პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ ლატვია იცავს მკაფიო გეგმას რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად.

"ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ თავს ისე, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გაერთიანდეს ბალტიისპირეთში. ეს ვიზუალური ცვლილებები რეალურად ახლა ჩანს და კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება წელს", - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან აღმოსავლეთ საზღვრის სამხედრო გაძლიერებისა და ანტიმობილურობის შესახებ, რომლის განსახორციელებლად 303 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.

იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცა ერთობლივი ბალტიისპირეთის თავდაცვის ზონის შექმნა აღმოსავლეთ საზღვარზე, საიდანაც ეს ქვეყნები ესაზღვრებიან რუსეთს და ბელარუსს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S