Accentnews.ge
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის თავდასხმის შემდეგ: ვერ დაგვაშინებთ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის თავდასხმის შემდეგ: ვერ დაგვაშინებთ

08/03/2024 09:56:10 მსოფლიო

საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციიდან მიმართა პრემლს მას შემდეგ, რაც წინა დღეს ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის მოწმე გახდა. წერს ERT News.

„კრემლისთვის მხოლოდ ერთი გზავნილი უნდა გვქონდეს: ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი დიდებული მოქალაქეების მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით სრულიად ერთიანი ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მიცოტაკისმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ევროპა არასოდეს მიიღებს საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.

ოთხშაბათს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან ერთად იმყოფებოდა ოდესის პორტში და აფეთქება მათთან ძალიან ახლოს მოხდა. ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

მედიის ცნობით, რაკეტა ზელენსკისა და მიცოტაკისგან სულ რაღაც 500 მეტრში აფეთქდა. კორტეჟმა იგრძნო აფეთქების შედეგები.

ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა თავდასხმას "მუხთლური" უწოდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აედევნა რუსული დრონი უკრაინაში ვიზიტისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S