Accentnews.ge
აუდიტი: განათლების სამინისტროს სკოლების მდგომარეობა  შეფასებული არ აქვს

აუდიტი: განათლების სამინისტროს სკოლების მდგომარეობა შეფასებული არ აქვს

08/03/2024 09:30:09 საზოგადოება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშში. რომელიც შეეხება, იმას თუ რამდენად უზრუნველყოფს განათლების სამინიტროს ზოგადი განათლების მართვის მოდელი სკოლების ეფექტურ მმართველობას.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ „სკოლების არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ჩატარებულა“, რის საფუძველზეც მოხდებოდა „საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირება“ და „ხელს შეუწყობდა განხილულიყო ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობა“.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, არ არის დამტკიცებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა. "სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად იმის რამდენ სკოლისა და მოსწავლის მონიტორინგს ახორცილებენ ისინი რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს. იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას", –აღნიშნულია ანგარიშში

აუდიტი წერს, რომ სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვაში ძირითადად „ფორმალურ ხასიათს ატარებს".

"სამინისტროს არ ჩაუტარებია საბჭოს საქმიანობის კვლევა და ეფექტიანობის შეფასება. არ არის შესწავლილი საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები", – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ვაუჩერული დაფინანსების მოდელს, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ვაუჩერული დაფინანსების მოდელი ვერ პასუხობს სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს და „იზრდება ფინანსური რესურსის არაეფექტიანად განკარგვის რისკები“.

"არაქართულენოვანი სექტორის სკოლების გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროს გათვალიწინებული აქვს გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება",– ნათქვაია აუდიტის დასკვნაში.

"კერძო სკოლების დაფინანსება ეფუძნება მხოლოდ რაოდენობრივ კრიტერიუმს და არ ითვალისწინებს სკოლების ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს, რაც ქმნის რესურსის არაეფექტიანად და არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს“,- წერია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

  • სამინისტრომ, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციითა და რელევანტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოს სკოლების მზაობის შეფასება. სკოლებისთვის განიხილოს დივერსიფიცირებული მიდგომა.
  • შემუშავდეს და დამტკიცდეს რესურსცენტრების მიერ წარმოსადგენი სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა.
  • მონიტორინგის მოქმედი ფორმ(ებ)ის მიხედვით განისაზღვროს სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურების ოპტიმალური რაოდენობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.
  • სამეურვეო საბჭოს როლის გაძლიერების მიზნით სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
  • სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული დაფინანსების მოდელის გადახედვა. შეფასდეს სკოლების წინაშე (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლები) არსებული გამოწვევები, მოსწავლეების საჭიროებები და დაფინანსების ფარგლებში მისაღწევი შედეგები.
  • დაფინანსების ყველა ეტაპზე მკაფიოდ გაიწეროს შესაბამისი მიზანი. შეფასდეს კერძო სკოლების დაფინანსების მექანიზმის ოპტიმალურობა და არსებული კრიტერიუმების ეფექტიანობა საჭიროებებისა და მისაღწევი მიზნების გათვალისწინებით.
  • საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს კერძო სკოლების ანგარიშვალდებულების სისტემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S