
ISW: კრემლი კონცენტრირდა გაგაუზიაზე მოლდოვას დესტაბილიზაციისთვის გამოყენების მიზნით
08/03/2024 08:49:43 მსოფლიო
კრემლი აპირებს, დნესტრისპირეთი და გაგაუზია გამოიყენოს ჰიბრიდული ოპერაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს მოლდოვას დესტაბილიზაციას, – განაცხადა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW).
„კრემლი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ორივე რეგიონს, რათა გაამართლოს ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მოლდოვას დესტაბილიზაციას და შემდგომ პოლარიზაციას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისა და მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს გაგაუზიის პრორუსული ლიდერის ევგენია გუცულის რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე. კერძოდ, 6 მარტს ის შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სოჭში, სადაც როგორც იუწყებიან, პუტინი დაჰპირდა, რომ მხარს დაუჭერდა გაგაუზიას და გაგაუზიის ხალხს მათი ლეგიტიმური უფლებების, უფლებამოსილებისა და პოზიციების დაცვაში საერთაშორისო არენაზე.
ერთი დღით ადრე მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი არ გაჩერდება უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში და დაემუქრება დანარჩენ ევროპას. ამის შესახებ მან 7 მარტს საფრანგეთთან თავდაცვისა და თანამშრომლობის მთავარ ორმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
5 მარტს მოლდოვას დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (SIS) განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავდა ნრიგ აბიჯებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. SIS-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრუ მუსტიატამ 5 მარტს თქვა, რომ მისმა უწყებამ მიიღო „გარკვეული ინფორმაცია“ ქმედებების შესახებ, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას და დააბრუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.
ევროკავშირმა კიშინიოვთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გახსნა, წელს ბლოკში გაწევრიანების შესახებ ეროვნული რეფერენდუმი უნდა გამართოს. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიც მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი და სანდუ მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე მეტი მოიპოვა და საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს.