Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკომისიის გენერალურ დირექტორატში ადეიშვილთან აუდიენციაზე: "ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა"

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკომისიის გენერალურ დირექტორატში ადეიშვილთან აუდიენციაზე: "ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა"

08/03/2024 08:13:30 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რატომ იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატში.

როგორც ის აღნიშნავს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე გერტ იან კოპმანი მართლაც შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრი კოსტინს და მასთან ერთად, დელეგაციაში მყოფ რამდენიმე ადამიანს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ „შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".

ამასთან, ის მიუთითებს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა „ცხრა ნაბიჯიდან" პირველ ნაბიჯს წარმოადგენს:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს [5 მარტი, 2024 წელი], ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას".

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხს 7 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტებას გააკეთებდა.

„სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.

მანამდე, პაპუაშვილმა მსგავსი განცხადება გერმანიასთან დაკავშირებითაც გააკეთა. აღნიშნული ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტს უკავშირდებოდა. გუშინ გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ იმყოფებოდა ადეიშვილი ბუნდესტაგში:

"ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკი. დებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S