
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს გადასცემს
08/03/2024 07:44:52 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
"დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” - განაცხადა შაპსმა.
უკრაინაში თავისი მესამე ვიზიტის დროს შაპსს თან ახლდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ტონი რადაკინი, რომელთან ერთადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა.