
ფრანგი პოლიტიკოსები: პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის დახმარებაზე ლიმიტი და "წითელი ხაზი" არ უნდა გვქონდეს
08/03/2024 07:41:30 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიმიტები და "წითელი ხაზები" არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ შეხვედრაზე მყოფმა ოპოზიციონერებმა ისაუბრეს,- წერს ფრანგული Le Monde.
მანამდე პრაღაში ვიზიტისას მაკრონმა პარტნიორებს მიმართა, რომ "ნუ იქნებიან მშიშრები" უკრაინის დახმარების საკითხში.
მწვანეთა პარტიის ლიდერის მარინ ტონდელიეს თქმით, მაკრონმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პუტინს "აშკარად არ აქვს ლიმიტები და უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ჩვენ გვაქვს ლიმიტები".
ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული გაერთიანება (RN) პრეზიდენტის ჯორდან ბარდელას თქმით, პრეზიდენტი "არანაირ ლიმიტებს და არანაირ წითელ ხაზებს" არ მოიაზრებს.
26 თებერვალს ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში სამხედროების გაგზავნა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საკითხის ირგვლივ მოკავშირეებს შორს განსხვავებული ხედვები არსებობს.