
ლიეტუვის არმიამ უკრაინას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები მიაწოდა
08/03/2024 07:22:10 მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების პარტია გადასცა, იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
„დღეს უკრაინის არმიამ მიიღო მხარდაჭერის მორიგი პარტია - ლიეტუვის არმიამ უკრაინას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები მიაწოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრის არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, ლიეტუვამ მოისმინა უკრაინის სურვილები და გადასცა ის, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დღეს კიდევ ერთი პარტია (155 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა) მივიდა“, - იტყობინება ის თავის X–გვერდზე.
თებერვალში ავდეევკადან უკრაინული ჯარების გაყვანის წინა დღეს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ იქ არსებული კრიტიკული ვითარება, კერძოდ, იმით ახსნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო საბრძოლო მასალა ამოეწურათ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საზღვარგარეთ იპოვა დაახლოებით 800 ათასი საარტილერიო ჭურვი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში გაეგზავნოს უკრაინას, თუ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა იქნება. 7 მარტს პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭირო რესურსი მოძიებულია.