Accentnews.ge
ბაიდენი: მინდა, პუტინს ერთი მარტივი რამ ვუთხრა, ჩვენ არ მივატოვებთ მოკავშირეებს, ჩვენ მას ქედს არ მოვუხრით!

ბაიდენი: მინდა, პუტინს ერთი მარტივი რამ ვუთხრა, ჩვენ არ მივატოვებთ მოკავშირეებს, ჩვენ მას ქედს არ მოვუხრით!

08/03/2024 06:44:15 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთისა და NATO-ს შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისე, რომ მისი გვარი არ უხსენებია.

სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღმაშფოთებელი, სახიფათო და მიუღებელია, როცა წინამორბედი რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი პუტინს ეუბნება, რომ შეუძლია გააკეთოს, რასაც მოისურვებს.

აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა დონალდ ტრამპის მიერ 24 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამხრეთ კაროლინაში გამართულ შეხევდრაზე ნათქვამს, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას ამერიკის რომელიმე ნატოელ მოკავშირეს, რომელიც ალიანსისადმი არსებულ ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს.

„მინდა, პუტინს ერთი მარტივი რამ ვუთხრა, ჩვენ არ მივატოვებთ მოკავშირეებს. ჩვენ ქედს არ მოვუხრით! მე ქედს არ მოვუხრი!“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა .

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი უნდა შეაჩერონ და თუ უკრაინას გვრდით არ დაუდგებიან, საფრთხეში აღმოჩნდება მთელი ევროპაც და მსოფლიოც. უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ბაიდენის სიტყვებს ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის არა მხოლოდ დემოკრატი წევრები, არამედ რესპუბლიკელების ნაწილიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S