Accentnews.ge
აშშ და ბრიტანეთი თანამოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

აშშ და ბრიტანეთი თანამოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

08/03/2024 06:37:04 მსოფლიო

აშშ და ბრიტანეთი თანამოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.

“საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ“, - აღნიშნულია რუსეთში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი გაფრთხიელბით გამოვიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

საგარეო უწყება ურჩევს ბრიტანელებს, მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.

”სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ "ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S