
მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
07/03/2024 18:19:01 საზოგადოება
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში პოლონელ სტარვიცკას 15-8 მოუგო, ფინალში კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან 9-15 დამარცხდა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია.
საქართველოს ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრები პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.