
ზელენსკიმ ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა
07/03/2024 17:51:20 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან 2024 წლის 2 თებერვალს გადააყენა და მის ადგილას გენერალი სირსკი დანიშნა.