Accentnews.ge
"თბილისი პრაიდი" მიმართვას ავრცელებს

"თბილისი პრაიდი" მიმართვას ავრცელებს

07/03/2024 17:37:36 საზოგადოება

"თბილისი პრაიდი" მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზადაა ჩაერთოს თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დადგეს საერთო მიზნის ირგვლივ.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

„გამარჯვება გააზრებული, მშვიდი ნაბიჯებით, კრიტიკულ დროს ძალების გაერთიანებით და სწორ დროს გამბედავი ქმედებებით მიიღწევა.

ერთ მხარეს ვდგავართ მოქალაქეები, ვისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებულია, აქტივისტები, უფლებადამცველები, ხელოვანები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. მეორე მხარეს კი კომფორტულ სავარძლებში მოკალათებული ადამიანები, რომელთაც რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა, ჩვენგან მტრის ხატის გამოყვანა და საზოგადოების დაყოფა განუზრახავთ.

ჩვენ ვართ გრძელვადიან, წინააღმდეგობებით სავსე ბრძოლაში. წარმატება კი მხოლოდ ერთიანობით, თანმიმდევრულობით, მობილიზებითა და სტრატეგიული მოქმედებებით მიიღწევა.

აღმაფრთოვანებელია თითოეული ჩვენგანის მზადყოფნა, ჩავერთოთ ჩვენი თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დავდგეთ საერთო მიზნის ირგვლივ.

ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვისმენთ, ჩვენ ვერთიანდებით.

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S