Accentnews.ge
რუსეთში უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთში უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან

07/03/2024 14:32:46 მსოფლიო

რუსეთში, ვოლოგდის ოლქში მდებარე ჩერეპოვეცის მეტალურგიულ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

ჩერეპოვეცის მეტალურგიული ქარხანა რუსეთში სიდიდით მეორე ფოლადის მწარმოებელი ქარხანაა. ის ალექსეი მორდაშოვის კომპანიას «Северсталь» ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.

ცნობისთვის: გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად კურსკის ოლქში მდებარე სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. საწარმო კომპანიას "Металлоинвест" ეკუთვნის, რომლის მფლობელი უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვია. იგი დასავლეთის სასანქციო სიაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S