Accentnews.ge
РИА Новости: ყაზახეთმა შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს

РИА Новости: ყაზახეთმა შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს

07/03/2024 14:19:28 მსოფლიო

ყაზახეთი შესაძლოა შეუერთდეს უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესს, – იტყობინება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო, პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ყაზახეთში სამხედრო პროდუქციის შესყიდვაზე მოლაპარაკებები უკრაინის სახელმწიფო კონცერნმა „უკრსპეცექსპორტმა“ დაიწყო. უკრაინამ შესაძლოა, მიიღოს რუსული კომპონენტები Su-24 და MiG-29 თვითმფრინავებისთვის. მიწოდებისთვის შესაძლოა გამოიყენონ ასტანაში რეგისტრირებული შპს „Navico“, „BSkey company“, ასევე „IGT“, – ირწმუნება RIA-ს წყარო.

„შესაძლოა, ყაზახეთის ხელმძღვანელობას აქვს ფარული კარტები მრავალვექტორიან პოლიტკურ თამაშში, რათა გაწონასწორებული პოზიცია შეინარჩუნოს უკრაინის ირგვლივ ვითარებაზე, როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან დიალოგში“, - ვარაუდობს სააგენტოს თანამოსაუბრე.

მან დასძინა, რომ ამგვარ მიწოდებას შეუძლია, „მოკავშირეების ურთიერთობების დისკრედიტაცია და მოსკოვსა და ასტანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრა".

აქამდე ყაზახეთს უკრაინაში მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი აქვს გაგზავნილი. ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ უარყო ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში უკრაინისთვის მიწოდების მიზნით იარაღისა და ჯავშანტექნიკის გაყიდვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S