
ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
07/03/2024 14:08:14 სამართალი
ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში სახლები გაქურდეს.
მისი ინფორმაციით, 32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსე სეიფი წაიღეს.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ავსტრიელმა სამართალდამცველებმა 4 ქართველი იანვარში ერთ–ერთი სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.
საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.