
ნორვეგია $153 მილიონს გამოყოფს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად
07/03/2024 13:08:37 მსოფლიო
ნორვეგია ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომლის მიზანიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის კონტინენტს გარეთ შეძენაა, $153 მილიონს გამოყოფს,– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.
„უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 1,6 მილიარდი ნოუნი ($153 მილიონი)ენიდან ჩეხეთის რესპუბლიკის ეგიდით გათვალისწინებული ინიციატივისთვის, რათა უკრაინას საჭირო საარტილერიო საბრძოლო მასალა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ“, - თქვა მან.
პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს დიდი რაოდენობით ახალი საბრძოლო მასალა.
ნორვეგიამ 2023 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაახლოებით 10 მილიარდი გამოყო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საზღვარგარეთ იპოვა დაახლოებით 800 ათასი საარტილერიო ჭურვი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში მიეწოდოს უკრაინას, თუმცა ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. ამის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა დაფინანსების სურვილი. მედია წერდა, რომ საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა.