
ლექტორმა სტუდენტი გამოცდის დროს წარმოშობილი კამათისას დაჭრა
07/03/2024 12:59:00 მსოფლიო
ბანგლადეშში, სირაჯგანჯის სამედიცინო კოლეჯის ლექტორს რაიჰან შარიფს გამოცდის დროს სტუდენტის დაჭრას ედავებიან.
როგორც მედიამ გაარკვია, 23 წლის სტუდენტი არაფატ ამინ ტომალი შარიფს ზეპირ გამოცდას აბარებდა, რა დროსაც მათ შორის კამათი წარმოიშვა, ხოლო ლექტორმა იარაღი მოიმარჯვა და სტუდენტს მარჯვენა ფეხში ესროლა.
პოლიცია აცხადებს, რომ სტუდენტი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებისგან ტელეფონმა იხსნა, რომელიც ახალგაზრდას ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული – მას მოხვდა ტყვია.
ინციდენტის დროს აუდიტორიაში 45 სტუდენტი იმყოფებოდა. მათ შეძლეს ამინის დახმარება და ლექტორის ოთახში იზოლირება, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ლექტორი დააკავა. გაირკვა, რომ ის იარაღს უკანონოდ ფლობდა. ამასთან, მის ჩანთაში კიდევ ერთი პისტოლეტი, 81 ტყვია, 4 მჭიდი, 2 დანა და 10 ხანჯალი იპოვეს.
დაჭრილ სტუდენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მართალია, ლექტორი დააკავეს, მაგრამ ის სამსახურიდან სტუდენტების პროტესტის ფონზე გაათავისუფლეს.