
აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა
07/03/2024 11:32:50 საზოგადოება
აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 16 წლის გოგოა. მომხდარის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.