Accentnews.ge
გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი

გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბუნდესტაგში ადეიშვილი

07/03/2024 11:12:08 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში.

"ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკი. დებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია", – განუცხადეს "აქცენტს" გერმანიის საელჩოში.

ცნობისთვის: 6 მარტს მედიაში გავრცელდა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტის ამსახველი ფოტოები.

მოგვიანებით, „ქართულ ოცნებაში“ იმედი გამოთქვეს, რომ ბერლინი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებდა.

"იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ მძიმე გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 6 მარტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S