
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები და აეროპორტებებისა თანამშრომლები გაიფიცნენ
07/03/2024 10:41:51 მსოფლიო
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ.
Deutsche Bahn -ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყეს, რომელიც 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია „ADV“-მ განაცხადა, რომ გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე.
მატარებლების მემანქანეები და აეროპორტის დაცვის თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.