Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თამოქალაქეებს მიმართავს: "რუსეთში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული"

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თამოქალაქეებს მიმართავს: "რუსეთში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული"

07/03/2024 10:24:52 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ რუსეთში.

"რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარის ოლქი) მოგზაურობის შესახებ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებობს „თვითნებური დაკავების რისკი“ გერმანიის მოქალაქეებისთვის და გერმანია-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის:

„არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მასიურ, ზოგჯერ ძალადობრივ ქმედებებს უსაფრთხოების ძალების მიერ“.

როგორც Bild წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრეც ურჩია საკუთარ მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ რუსეთში გამგზავრებისგან, თუმცა ახალ რეკომენდაციას დაემატა სიტყვა „კატეგორიულად“ .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S