
ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
07/03/2024 10:10:58 საზოგადოება
ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სიმონეთთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები ჰოსპიტალისებულნი არიან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.