
Bloomberg: ვაშინგტონმა უკრაინის დასახმარებლად $200 მილიონი შესაძლოა, აშშ-ის არმიიდან მოიზიდოს
07/03/2024 08:53:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოიყენოს დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დაფინანსება უკრაინას დაუყოვნებელი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, იტყობინება Bloomberg საკითხის მცოდნე ადამიანებზე დაყრდნობით.
დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული იარაღის, მარაგებისა და სხვა აღჭურვილობისთვის, რადგან უკრაინა არტილერიის კუთხით დეფიციტს აწყდება.
დებატები პენტაგონის მცირე რეზერვების გამოყენებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს თეთრი სახლის ძალისხმევას უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერის მოძიების საკითხში. თუმცა, სააგენტოს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
CNN-მა გასულ კვირას წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონი განიხილავს დაფინანსების ბოლო წყაროს გამოყენებას, რომელიც მას დარჩა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვას ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის საპრეზიდენტო უფლებამოსილება უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს სამხედრო ტექნიკა საკუთარი რეზერვიდან კიევისთვის. თუმცა, პენტაგონს ამ რესურსის გახარჯვა ანაზღაურების გარანტიის გარეშე, რადგან თავდაცვის სამინისტროს მარაგიდან აღჭურვილობის აღებამ მისი შევსების გარეშე, შეიძლება, გავლენა იქონიოს აშშ-ს ჯარების მზადყოფნაზე.
აშშ-ის სენატმა 13 თებერვალს ღამის სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის 95 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას, საიდანაც 60 მილიარდი კიევისთვისაა განკუთვნილი. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. მათ მნიშვნელოვან ნაწილს ხელმძღვანელობს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც კრიტიკულად ისაუბრა ამ კანონპროექტზე.
CNN-ის ცნობით, კონსენსუსი შეიძლება მიიღწეს მარტის ბოლოს ან აპრილში.