Accentnews.ge
CNN: რუსული რაკეტა უკრაინის და საბერძნეთის ლიდერებისგან 500 მეტრში აფეთქდა

CNN: რუსული რაკეტა უკრაინის და საბერძნეთის ლიდერებისგან 500 მეტრში აფეთქდა

07/03/2024 08:38:13 მსოფლიო

რუსული რაკეტა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოგან სულ რაღაც 500 მეტრში აფეთქდა 6 მარტს ოდესაზე რუსული თავდასხმის დროს, – განუცხადა CNN-ს ვითარებასთან მცოდნე წყარომ.

მისი თქმით, ლიდერების კორტეჟმა დარტყმის შედეგებიც იგრძნო და სქელი კვამლიც დაინახა.

არც ზელენსკი და არც მიცოტაკისი არ დაშავებულან.

მოგვიანებით უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ დაენახა დარტყმა: „ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათ არ აინტერესებთ სად დაარტყამენ“, - თქვა ზელენსკიმ ოდესაში.

რუსი სამხედროები რეგულარულად უტევს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S