Accentnews.ge
ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეუძლია

ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეუძლია

07/03/2024 08:27:58 მსოფლიო

ლიეტუვის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში შეუძლია.

"ნავთობის მაღალი ფასები, სანქციების თავიდან აცილება და სამთავრობო ინვესტიციები რუსეთს საკმარის რესურსებს აძლევს იმისათვის, რომ არსებული ინტენსივობით უკრაინაში ბრძოლა, სულ მცირე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში განაგრძოს. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იგი თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს", – ნათქვამია სადაზვერვო სამსახურების მოხსენებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო:

„ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება ათი წელიც კი გაგრძელდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S