Accentnews.ge
გერმანია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად

გერმანია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად

07/03/2024 07:18:32 მსოფლიო

გერმანია მხარს დაუჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე, განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ გებესტრეიტმა ბერლინში, იუწყება DPA.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ამ საკითხზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პრაღასთან და დასძინა, რომ გეგმის მხარდასაჭერად ასობით მილიონი შეგროვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გარეთ მესამე ქვეყნებიდან 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვის გეგმა ჯერ არ დასრულებულა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება, ხაზგასმით აღნიშნა ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საზღვარგარეთ იპოვა დაახლოებით 800 ათასი საარტილერიო ჭურვი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში მიეწოდოთ უკრაინელ სამხედროებს, თუმცა ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S