Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახური: პასუხისგებაში მიეცა პირები, რომელთაც სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი

საგამოძიებო სამსახური: პასუხისგებაში მიეცა პირები, რომელთაც სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი

07/03/2024 06:31:05 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.

დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული" , - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S