Accentnews.ge
Bloomberg: მოკავშირეებმა თითქმის მთელი თანხა შეაგროვეს უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად

Bloomberg: მოკავშირეებმა თითქმის მთელი თანხა შეაგროვეს უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად

07/03/2024 06:25:35 მსოფლიო

უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა უკვე შეაგროვეს თითქმის მთელი თანხა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივით, უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად იყო საჭირო,– იუწყება Bloomberg.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ჭურვების შეძენა შესაძლებელია მესამე ქვეყნებში და მიწოდება უკრაინისთვის რამდენიმე კვირაში.

თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა აღმოაჩინა 800 ათასი ჭურვი ევროპის ფარგლებს გარეთ - ნახევარი მილიონი 155 მმ კალიბრით და 300 ათასი 122 მმ კალიბრით - ხოლო ქვეყნები, რომლებიც მათ ფლობენ, მზად არიან დაუყოვნებლივ გაყიდონ.

ჩეხეთმა დაიწყო სახსრების მოზიდვა და კოორდინაციას უწევს ამ პროცესს.

თავად ჩეხეთის გარდა, ფულის გაცემისთვის მზად არიან გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, კანადა, ნიდერლანდები, დანია, ლატვია და ლიეტუვა.

გამოცემა წერს, რომ უკვე ამ კვირაში თავდაცვის მინისტრებსა და ამ ოპერაციაში მონაწილე უცხო ქვეყნების მინისტრებს შესყიდვების დეტალები და მიწოდების გრაფიკი შეუძლიათ განიხილონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S