
ჯონ კირბი: აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად
07/03/2024 06:02:54 მსოფლიო
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
"გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მან.
ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ უპასუხა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ ყველა შესაძლებლობას, რისი გამოყენებაც შეუძლიათ.
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინისთვის მარავლმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.