Accentnews.ge
ზელენსკი: ეს ომი გადარჩენისთვის ომია, თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს

ზელენსკი: ეს ომი გადარჩენისთვის ომია, თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს

06/03/2024 19:24:28 მსოფლიო

ეს ომი გადარჩენისთვის ომია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს.

“ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა არ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და სიკვდილამდე კრემლში იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პარტნიორები უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო.

“ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან - დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S