
მიშელი: უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ოდესაზე რუსეთის მორიგი თავდასხმა "უღირსი საქციელია"
06/03/2024 19:02:38 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "უღირს საქციელად" აფასებს ოდესაზე რუსეთის მორიგ შეტევას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს.
"ეს კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
ოდესაში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, რუსული რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა.