
მედია ოდესაში საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე თავდასხმის მცდელობაზე იუწყება
06/03/2024 15:56:08 მსოფლიო
რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა, – იუწყება ბერძნული გამოცემა Protothema.
მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა.
აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც იგი საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშირებით იმყოფებოდა.
გამოცემის წყაროების ცნობით, საბერძნეთის დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.
“არანაირი პრობლემა არ არსებობს პრემიერ-მინისტრისა და ბერძნული დელეგაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, - განუცხადეს გამოცემას სამთავრობო წყაროებმა.
მედიის ცნობით, რუსების მხრიდან სარაკეტო დარტყმის მიუხედავად, ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შორის ოდესის პორტში შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.