
რუსეთში, ტუვას რესპუბლიკაში თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
06/03/2024 13:50:34 მსოფლიო
რუსეთში, ტუვას რესპუბლიკის ქალაქ შაგონარში თბოელექტროსადგური აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან განმარტა, რომ აფეთქების მიზეზი ქვანახშირის მტვერის დეტონაცია გახდა. აფეთქების შედეგად 50 კვადრატული მეტრის რადიუსზე გაჩნდა ხანძარი.
არსებული ცნობებით, დაშავდა 20–ზე მეტი ადამიანი, მათგან 15 მძიმედ. ვრცელდება ინფორმაცია კლინიკაში ერთი დაშავებულის გარდაცვალების შესახებ.