Accentnews.ge
ელისო კილაძე მის მიმართ „გამაფრთხილებელ გასროლაზე" საუბრობს

ელისო კილაძე მის მიმართ „გამაფრთხილებელ გასროლაზე" საუბრობს

06/03/2024 13:40:33 საზოგადოება

ჟურნალისტი ელისო კილაძე მის მიმართ „გამაფრთხილებელ გასროლაზე" საუბრობს.

„სალონში ვარ ყაზბეგზე. ისროლეს სანადირო თოფით! ჩემი მეგობრის ფეხთან დავარდა ტყვია!“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მომხდარი ნარკოტიკების გამსაღებლების მხილებას უკავშირდება.

იგი მბობს, რომ „ტელეგრამ-არხებში მისი მისამართით არის მუქარა, რომ სხვადასხვა რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, ფიზიკურად გაუსწორდებიან. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ასეთი მოქმედებით მისი დაშინება შეუძლებელია.

მოგვიანებით, მან შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.

"მე თქვენი არ მეშინია. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ეს სროლა დასრულდება იმით, რომ ყველა დიდი ნარკომოვაჭრე ციხეში იქნება. 290 კაცია დაკავებული და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა პოლიციელსა და სპეცრაზმელს , რომელიც მათი დაკავების ოპერაციაში მონაწილეობს", – განაცხადა მან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S