Accentnews.ge
კურსკის ოლქში დრონებით შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამთო–გადამამუშავებელ ქარხანას

კურსკის ოლქში დრონებით შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამთო–გადამამუშავებელ ქარხანას

06/03/2024 12:31:09 მსოფლიო

კურსკის რეგიონში დრონით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა საწყობში, სადაც ინახებოდა საწვავ–საპოხი მასალა,– ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

„დღეს, ჟელეზნოგორსკის რაიონში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა საწვავის და საპოხი მასალების საწყობში. საწვავის ავზი იწვის, მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა სტაროვოიტმა.

ხანძარი ასევე გაჩნდა მიხაილოვსკის სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში. იმ დროს, როდესაც ტერიტორიაზე ექიმები, მეხანძრეები და მაშველები იმყოფებოდნენ, ქარხანა დრონებით მეორე თავდასხმის ქვეშ მოექცა, – დასძენს Mash. ქალაქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

მედია წერს, რომ ხსენებული ობიექტი არის რკინის მადნის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელ–გადამამუშავებელი საწარმო რუსეთში. ეს პირველი ეტეა არ არის – ბოლოს მსგავსი თავდასხმა 2023 წლის ბოლოს განხორციელდა. დრონები ჩამოაგდეს, მაგრამ დაზიანდა სახლები, ელექტროგადამცემი ხაზი და საკომპრესორო სადგური.

რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც კრემლმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინაში, სულ მცირე, 4246 თავდასხმა მოხდა რუსეთის რეგიონებზე: 354 – 2022 წელს, 3166 – 2023 წელს და 726 – 2024 წლის პირველ თვეებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S