
11 მარტს შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდება
06/03/2024 12:22:05 მსოფლიო
11 მარტს შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური სატელევიზიო არხი TV4 Nyheterna ავრცელებს.
მისი ცნობით, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა 11 მარტს აღიმართება.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. მანამდე, შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსის დანარჩენ წევრებს ჰქონდათ მიღებული.