
ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა
06/03/2024 12:18:46 მსოფლიო
ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა, – იუწყება NBC News.
მისი ცნობით, სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „სუპერ სამშაბათს“ ვერმონტის გარდა, ყველა შტატში დამარცხდა.
ნიკი ჰეილი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
კანდიდატების შერჩევის პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.