
მოლდოვა გამოვიდა ევროპაში არმიების შესახებ ხელშეკრულებიდან მას შემდეგ, რაც დნესტრისპირეთმა მიმართა რუსეთს
06/03/2024 10:19:18 მსოფლიო
მოლდოვას მთავრობამ დაამტკიცა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეჩერება, იუწყება PRO.TV.
ხსენებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1990 წელს პარიზში ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. ის აწესებს შეზღუდვებს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე ყველა მონაწილე ქვეყნისთვის და ასევე ზღუდავს შეიარაღებული ძალების რაოდენობას ხელშეკრულების ზონაში.
რუსეთისბ სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა მოლდოვის გადაწყვეტილებას რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.
თებერვლის ბოლოს სეპარატისტული დნესტრისპირეთის დეპუტატებმა "მოლდოვის ზეწოლისგან დაცვის თხოვნით" მიმართეს რუსეთს.
„გადაწყდა, რომ მივმართოთ ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, განეხორციელებინათ ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად მოლდოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ინიციატორადაც რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი დასახელდა.
დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის 220 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რეგიონში.