Accentnews.ge
ომბუდსმენი –  "ლგბტ პროპაგანდის" კანონზე: ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან

ომბუდსმენი –  "ლგბტ პროპაგანდის" კანონზე: ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან

06/03/2024 09:51:45 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონი წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან.

"წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი.

ცნობისთვის: მმართველი პარტია აცხადებს, რომ ორ კვირაში მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, „რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S