Accentnews.ge
ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება იკრძალება

ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება იკრძალება

06/03/2024 08:42:03 მსოფლიო

ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება იკრძალება.

POLITICO-ს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირში ერთჯერადი შეფუთვების ნარჩენების მზარდი რიცხვის შემცირებას.

გამოცემის ცნობით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების გამოყენების საშუალება მისცენ.

ევროკავშირის დეპუტატმა ფრედერიკ რისმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ეს ისტორიული შეთანხმებაა.

როგორც გამოცემა წერს, ახალი რეგულაცია 2030 წლიდან სრულად ამოქმედდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S