Accentnews.ge
აშშ–მა უკრაინის მიერ რუსეთისთვის მომზადებული "სიურპრიზების" შესახებ განაცხადა

აშშ–მა უკრაინის მიერ რუსეთისთვის მომზადებული "სიურპრიზების" შესახებ განაცხადა

06/03/2024 08:16:20 მსოფლიო

მიუხედავად ავდეევკას დაკარგვისა, შეერთებული შტატები ელის, რომ უკრაინას ექნება გეგმა, რომელიც დაეხმარება კიევს ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მათ [უკრაინელ სამხედროებს] აქვთ რამდენიმე სიურპრიზი და ველოდებით შედეგებს“, - თქვა მილერმა ბრიფინგზე. ასე გამოეხმაურა ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში ვიზიტს კიევში, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა აძლიერებს თავდაცვას, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „სასიამოვნო სიურპრიზები ელის ბრძოლის ველზე“.

თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა „სიურპრიზების“ შესახებ, მათ შორის შავ ზღვაში. თუმცა, მან დეტალები არ გაამხილა და მინიშნებებსაც მოერიდა. მანამდე მან აღნიშნა, რომ 2024 წელს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის „სიმძიმის ცენტრი“ იქნება ყირიმი და მასთან დაკავშირებული სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში.

ამის შემდეგ უკრაინამ გაააქტიურა ნადირობა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე და ავიაციაზე. რუსეთის ახალი ძირითადი დანაკარგები მოიცავს მსხვილ სადესანტო გემებს "ნოვოჩერკასკს" და ხომალდს "ცეზარ კუნიკოვს", ასევე სარაკეტო ხომალდ ივანოვეცს და საპატრულო გემს "სერგეი კოტოვს". საერთო ჯამში, ორწლიანი ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ან დააზიანეს 20-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და ფლაგმანი კრეისერი "მოსკვა", – გამოთვალეს Oryx-ის პროექტის მკვლევარებმა ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ამასთან, წლის დასაწყისიდან რუსეთმა დაკარგა 15 გამანადგურებელი.

უკრაინელები გემებს ურტყამდნენ „მგლების ხროვის“ ტაქტიკით, ზღვაზე საბრძოლო არაკლასიკური საშუალებების გამოყენებით, ამბობს სამხედრო ექსპერტი ვალერი შირიაევი. მისი განმარტებით, უკრაინული საზღვაო დრონები ალყაში აქცევენ გემს და თავს ესხმიან სხვადასხვა მხრიდან ისე, რომ მას მანივრირების შესაძლებლობას არ უტოვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S