Accentnews.ge
თეთრი სახლი: ზელენსკი იარაღს ითხოვს და არა ამერიკულ ჯარს

თეთრი სახლი: ზელენსკი იარაღს ითხოვს და არა ამერიკულ ჯარს

06/03/2024 07:57:35 მსოფლიო

შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინაში ჯარის გაგზავნას და ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს რუსეთთან ომისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას სთხოვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს უკრაინის დამატებითი დაფინანსება, რათა "ჩვენ გავაგრძელოთ ძლიერი ლიდერობა და მხარდაჭერა 50-ზე მეტი სახელმწიფოს კოალიციაში, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად."

"პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა: ამერიკული ჯარი უკრაინაში ბრძოლის ველზე არ იბრძოლებს. და იცით, პრეზიდენტი ზელენსკი ამას არ ითხოვს. ის მხოლოდ სახსრებსა და შესაძლებლობებს ითხოვს. მას არასოდეს უთხოვია უცხო ჯარებისთვის თავისი ქვეყნისთვის ბრძოლა. მას და მის არმიას სურთ ამის გაკეთება, მაგრამ მათ სჭირდებათ სახსრები და სწორედ აქ უნდა დავეხმაროთ მათ," - აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა გამორიცხული არ არის." ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, "ნუ იქნებიან მშიშრები" უკრაინის დახმარების საკითხში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S