
რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
06/03/2024 07:37:06 მსოფლიო
რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ–არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს". მისი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ "3 დრონის ჩამოგდების“ შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი იუწყება, ხოლო "ერთი დრონის განადგურების" თაობაზე ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.