
ქვეყნის მასშტაბით 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი
06/03/2024 06:41:00 საზოგადოება
მთელი ქვეყნის მასშტაბით 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული.
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური.
ქვეყანაში საერთო ჯამში, 2086 საჯარო სკოლაა.